„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის გამგებლობის კანდიდატ დავით შერაზადიშვილთან, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორ დავით ბალანჩივაძესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნიკოლოზ კარიჭაშვილთან ერთად, სოფელ ბერთაკარის, სენების და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა.
კომპანიის „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფლის წარმომადგენლებთან ადგილობრივების დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უახლოეს ხანში კიდევ ერთი ახალი საბადო ამუშავდება.
“ახალი ობიექტის გახსნა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბიზნესი თავისუფალია. რაც შეეხება გოგი მეშველიანს, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. დავით ბალანჩივაძემ კომპანიის სახელით ასევე გამოთქვა იმ სოციალურ პროექტებში მონაწილეობის სურვილი, რომლებიც სამომავლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის განხორციელდება. გოგი მეშველიანის თქმით კი, ახალი საბადოში დასაქმებულთა 70% -ი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. გარდა ამისა, „არემჯი ჯგუფი“, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, მომავალშიც იზრუნებს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებაზე.