,,გააზრებული გვაქვს რა რეგიონში არსებული წინასაარჩევნო პოლიტიკური ვითარება და ვითვალიწინებთ მიმდინარე პროცესებს, რესპუბლიკური პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, დავდგეთ ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე მაღლა და მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელშიც ვხედავთ ჩვენი რეგიონის განვითარების ერთადერთ გზას!
მარტვილის რაიონული ორგანიზაციის სრული შემადგენლობით, 60 წევრით ჩვენ ვუერთდებით ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ კურსს და ნდობას ვუცხადებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას. ჩვენს რიგებშია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,რესპუბლიკელების“ ყველა წევრი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას,რომ გააკეთონ სწორი არჩევანი!“-ამის შესახებ განხადება მარტვილის შტაბში რეპუბლიკური პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შოთა ბაღიშვილმა გააკეთა.
მოქალაქეთა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მარტვილის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ხუნწელიამ მადლობა გადაუხადა რესპუბლიკური პარტიის წევრებს და აღნიშნა, -,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ ქვეყნის განვითარების სამსახურში, მხარი დავუჭიროთ პარტია ,,ქართული ოცნება დამოკრატიულ საქართველოს“ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას.“