“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და ყველა სისხლის სამართლის დანაშაული უნდა გამოიძიონ, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს იქნა ჩადენილი.
მისი თქმით, სამართლიანობა პროკურატურის დეპოლიტიზაციით და სასამართლოს დამოუკიდებლობით არის შესაძლებელი.
“არ მინდა სპეკულაციები დავიწყო და განვაცხადო, რომ სრულ სამართლიანობას მივაღწევთ. ყველა საზოგადოებაშია პრობლემები. მათ შორის, ჩვენს საზოგადოებაშიც, რომელიც დასახიჩრებულია სამოქალაქო ომით, დაპირისპირებით, მაგრამ ვისაც სააკაშვილის რეჟიმის დროს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და იმ რეჟიმის დროს ასეთი ბევრი იყო, ყველა ასეთი საქმე გამოძიებული უნდა იყოს და მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.
გვყავს სამართლის ისეთი გამოცდილი სპეციალისტები, როგორებიც არიან შალვა შავგულიძე, ლევან სამუშია, ამირან გიგუაშვილი. მათ კარგად იციან, როგორ უნდა მივცეთ სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა, როგორ უნდა მოხდეს პროკურატურის სრული დეპოლიტიზაცია. სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი” , – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.