თბილისში „ვარდების მოედანზე“ ხვალ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი წინასაარჩევნო შეკრება გაიმართება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება და მას მთელი საქართველოდან ამომრჩევლები დაესწრებიან.
შეკრებილებს სიტყვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიმართავენ. შეკრების შემდეგ გაიმართება მსვლელობა „ვარდების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ, რომელიც პარლამენტის შენობასთან დასრულდება.