დღეს, 1-ელ ივნისს, ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის სამხატვრო სასწავლებლის ფერმწერი და გრაფიკოსი მოსწავლეები მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმს მოინახულებენ.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ახალგაზრდა მხატვრებს თავად გააცნობს გარემოს, რომელმაც უდიდესი ქართველი მხატვრის შემოქმედება განსაზღვრა და ჩამოაყალიბა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშწყობით ფოროსმანაშვილის სამყაროს მეტი შემეცნებისა და მისი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზუემი საგანმანათლებლო პროგრამებს კვირაში 2-ჯერ განახორციელებს და ზაფხულის განმავლობაში ტურისტების გარდა ბავშვებს საგანგებო პროგრამით უმასპინძლებს.
1-ელ ივნისს მირზაანში მოსწავლე მხატვრების პირველი სასწავლო ვორკშოპი გაიმართება. დასრულებული ნამუშევრების გამოფენა რამდენიმე კვირაში ეროვნული სააგენტოს საზოგადოებრივ სივრცეში მოეწყობა. ნამუშევრებს პროფესიონალი მხატვრები შეაფასებენ, საუკეთესო ნამუშევრის ავტორებს კი ეროვნული სააგენტო სიგელებს გადასცემს.