“ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის ჩვენი საზოგადოების სოლიდარულობის საუკეთესო გამოხატულება - ეს არის სისტემა, რომლის დახმარებითან ქვეყანაში შექმნილი საერთო სიკეთე სამართლიანად ნაწილდება მის ყველა მოქალაქეზე.” ლევან კობერიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს
მუხიანი-გლდანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკოსებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.
„ ჯანდაცვის რეფორმა არის ქართული ოცნების ყველაზე ხელშესახები მიღწევა. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც ყველა მოქალაქე გრძნობს და რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.“ განაცხადა ლევან კობერიძემ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჯანდაცვის მინისტრი მედ-პერსონალს ჯანდაცვის არსებულ სისტემის გაუმჯობესებისა და დახვეწის გზებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
--