„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იყო მოსახლეობის შეკვეთა, რომელიც პირნათლად შესრულდა. სახელმწიფო მოტივირებულია თქვენთან ერთად გააგრძელოს ეს რეფორმა, რადგან ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტი არის ჯანდაცვა.“- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აბაშაში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა.
შეხვედრაზე მინისტრმა ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი სამომავლო გეგმები განიხილა, საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინასების, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის, ჯანდაცვის სერვისების, მედიკამენტების ხარიხის უზრუნველყოფის და სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმების კუთხით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოთარ დანელია აბაშის სამედიცინო დაწესებულებებში კორპორაცია „ევექსი“ და შ.პ.ს. „შანი" დაათვალიერეს და მედპერსონალს გაესაუბნენ.