საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექს-პრეზიდენტს, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, არ ჩაერიოს საქართველოს საარჩევნო პროცესებში.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საარჩევნო პროცესებში ცარევაზე საუბრობს.
"კიდევ ერთხელ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე ევროპულ არჩევნებს, მთელი საზოგადოება ორიენტირებულია, გააკეთოს სწორი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა და რაღაცა ემოციების ესკალაცია, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.