აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე და "ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე მოხის მოსახლეობას შეხვდნენ. ზურაბ პატარაძემ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. „რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ, თქვენთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ პრობლემების აღმოსაფხვრელად, ვიმუშაობთ, რომ თითოეულ თქვენგანს გქონდეთ ცხოვრების უკეთესი პირობები, უკეთესი მომავალი “-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. დღესვე ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე დერცელისა და კიკიბოს მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარმა კანდიდატმა ხაზი გაუსვა ხულო-ადიგენის გზის მონაკვეთის რებილიტაციას და ეკოტურიზმის განვითარებას.