„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
გოჩა ენუქიძე ამჯერად ამბროლაურის რაიონის სოფლების ჟოშხასა და ურავის მოსახლეობას შეხვდა. „ჩვენი ქვეყანა ჩვენი შრომით უნდა გავაძლიეროთ. ნდობა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ, ჩემთვის საპასუხისმგებლოა. ვიცი, რომ მიხავლათ 8 ოქტომბერს საარჩვენო ყუთთან და ნდობას გამოუცხადებთ უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო განათლებას, სოციალურ სფეროს და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.