ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიის ათეულის წევრი რომან გოცირიძე და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ სირაძე ამბროლაურში ამომრჩევლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე პარტიის სასრჩევნო პროგრამის სოციალური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ დეპუტატობის კანდიდატებმა კომერციულ სტრუქტურებში, ბაზრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პარტიის საარჩევნო ბუკლეტები დაარიგეს, გაესაუბრნენ მოსახლეობას და მონაწილეობა მიიღეს სახალხო დღესასწაულ ფუძეობაში, რომელიც ტრადიციულად შემოდგომაზე იმართება რაჭაში.