„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრები ზუგდიდის საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მოინახულა.
მინისტრის მოადგილე ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მათ შესახებ ინფორმაცია მკურნალი ექიმისგან მიიღო.
კვარაცხელიას განმარტებით, მდგომარეობა სტაბილურია და კვალიფიციურ მკურნალობის კურსს გადიან.
ზუგდიდის საავადმყოფოში სოფელ დიდნეძში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და აქტივისტების მიერ ნაცემი სამი ახალგაზრდა მიიყვანეს, მათგან ერთი გაეწერა, ორი ახალგაზრდა კი ამ დრომდე სტაციონარში რჩება.
ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს სცემეს. სულ სამი ახალგაზრდაა ნაცემი, მათ შორის, ერთ-ერთი ლიკა დემეტრაძეა, რომელსაც თავში ქვა აქვს ჩარტყმული.