„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში - მუხრან ვახტანგაძემ, ნუგზარ სურმანიძემ, ფატი ხალვაშმა, ილია ვერძაძემ და ვახტანგ წულაძემ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების თანამშრომლებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლების საჭიროებები მოისმინეს და რა თქმა უნდა, სამომავლო მხარდაჭერაც მიიღეს კანდიდატებისგან. შეხვედრისას მუხრან ვახტანგაძემ ცენტრის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა: „ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ განხორციელდა სხვადსხვა პროექტები: ინფრასტრუქტურის, კულტურის, ჯანდაცვის, სპორტის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. გამომდინარე აქედან, არ მეგულება სხვა პარტია, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე და ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ისე იზრუნოს, როგორც ამას „ქართული ოცნება“ აკეთებდა და გააკეთებს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდგომ. თითეულმა თქვენთაგანმა 2012 წლის შემდგომ თავისუფალ საქართველოში გაიღვიძეთ, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და ქართველ ხალხს თავისუფალი აზრის გამოხატვისათვის არ დევნიან, ამიტომ მოგიწოდებთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებში და დააფიქსიროთ თქვენი თავისუფალი და გულწრფელი არჩევანი. შემოხაზეთ ნომერი 41 და ხმა მიეცით ქვეყნის სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას“.
დეპუტატებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ აღნიშნულ შეხვედრას, საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. სიის პირველმა ნომერმა და 70-ე ოლქის კანდიდატმა ნუგზარ სურამნიძემ ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებზე და პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.