„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სკანდესა და ჩიხორში მოსახლეობას შეხვდა.
სამთავრობო კანდიდატი ადგილობრივების პრობლემებით დაინტერესდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოგვიანებით მხარდამჭერთა დარბაზის წევრებს შეხვდა. შეკრებილებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, მოსაზრებები გაცვალეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
დღის ბოლოს ელგუჯა გოცირიძემ შეხვედრები ქალაქის მოსახლეობასთანაც გამართა. მრავალრიცხოვან შეხვედრაზე, ამომრჩევლებმა ,,ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„ნებისმიერი შეხვედრა მოსახლეობასთან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საერთო ჯამში ძალიან ღია და გულთბილია ეს შეხვედრები, მაგრამ არც მწვავე თემებზე და პრობლემებზე საუბარს გავურბივართ, რადგან სწორედ ამ ადამიანების ჩართულობით, მათი მონაწილეობით უნდა შევცვალოთ ის რაც დღეს არ მოგვწონს, მათი მხარდაჭერით უნდა შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ხვალინდელი დღე", - განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ.