„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ისანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის პრესსამსახურში აცხადებენ, ძირითადად, საუბარი შეეხო პოლიტიკურ სიტუაციას.
ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა შეკრებილი ახალგაზრდებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - სახელმწიფოს გენეზისი, სახელმწიფოს რაობა და სახელმწიფოს ვალდებულება.