დღეს, დავით სონღულაშვილი გურჯაანის სპორტკომპლექსში გამართულ მხიარულ სტარტებს დაესწრო. მან ახალგაზრდებს ღონისძიების დაწყება მიულოცა და მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვა. ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტში საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედრაციის ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა მოზარდებში. შეჯიბრში მუნიციპალიტეტის 23 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. მონაწილე გუნდები ერთმანეთს სისწრაფეში, სიმარდეში და გუნდურობაში ეჯიბრებოდნენ.
„მოხარული ვარ, რომ გურჯაანი ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. მნიშვნელოვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო წარმატებული მომავლისთვის“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მხიარულმა სტარტებმა დილის 10 საათიდან აიღო სტარტი და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. შეჯიბრი დაძაბულ ვითარებაში აქტიური გულშემატკივრობის ფონზე წარიმართა. გამარჯვება სოფელ ველისციხის სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე სოფელ ახაშნის სკოლის და მესამე ადგილზე სოფელ გურჯაანის სკოლის გუნდები გავიდნენ. გამარჯვებულებს საჩუქრად მედლები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.