„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, გამგებლობის კანდიდატთან დავით შერაზადიშვილთან ერთად, პედაგოგებს შეხვდა.
გოგი მეშველიანმა მთვრობის მიერ განხორციელებული ცვლილებებზე ისაუბრა , პედაგოგებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი მთავარი დაპირება პედაგოგებისთვის გახლავთ ახალი სისტემური მიდგომის შემუშვება განათლების სფეროში. ჩვენი ხელისუფლების მთვარი მიზანია , რომ ეს პროფესია გახდეს კიდევ უფრო დაფასებული, ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება. 2017 წლიდან მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება და ანაზღაურების მატება ყოველ მომდევნო წელს იქნება შესაძლებელი“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.