„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩილ თალაკვაძე და გრიგოლ ლილუაშვილი ოზურგეთში ჩაი „გურიელის“ მწარმოებელ კომპანია „გეოპლანტს“ ესტუმრნენ, რომელიც პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით 2015 წელს გაიხსნა.
ჩაი „გურიელის“ მწარმოებელი კომპანია „გეოპლანტი“ როგორც საქართველოს შიდა მოხმარების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ჩაის ექსპორტს ემსახურება. საწარმო, რომლის წარმადობაც წელიწადში 180 ტონა ჩაის პროდუქციაა, 2015 წელს პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 60 ადამიანია დასაქმებული. საწარმო აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით.