არჩილ თალაკვაძე და გრიგოლ ლილუაშვილი ოზურგეთში პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაფინანსებულ საწარმო "გეოპლანტს" ესტუმრნენ და ჩაი „გურიელი“ დააგემოვნეს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩილ თალაკვაძე და გრიგოლ ლილუაშვილი დღეს ოზურგეთში ჩაი „გურიელის“ მწარმოებელ კომპანია „გეოპლანტს“ ესტუმრნენ, რომელიც პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით 2015 წელს გაიხსნა. „ჩვენი ოპონენტები გამუდმებით გვეკითხებიან, როგორ განვითარდა კერძო სექტორი და სად არის ის წარმატებული საწარმოები, რომლებიც ჩვენი მმართველობის პერიოდში გაიხსნა. ერთ-ერთი ასეთი საწარმო და წარმატებული მაგალითი გურიაში არის „გეოპლანტი“. ცხადია, ამ არჩევნებში მათ ხალხისთვის მეტი შეკითხვები აქვთ, ვიდრე პასუხები - ამიტომაც, ჩვენი ოპონენტების შანსები არჩევნებში ძალიან დაბალია“. ჩაი „გურიელის“ მწარმოებელი კომპანია „გეოპლანტი“ როგორც საქართველოს შიდა მოხმარების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ჩაის ექსპორტს ემსახურება. საწარმო, რომლის წარმადობაც წელიწადში 180 ტონა ჩაის პროდუქციაა, 2015 წელს პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნა და მასში 60 ადამიანია დასაქმებული. საწარმო აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიებით.