ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნაყოფია სოფელ ლეძაძამეს მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატმა კობა ნაყოფიამ და ადგილობრივებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც მოსახლეობას აწუხებთ. ადგილობრივები განსაკუთრებით უმუშევრობაზე და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მიუთითებენ. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა კობა ნაყოფიამ ისაუბრა შეჩერებულ პროექტებზეც და მოსახლეობას პრობლემების აღმოფხვრას დაპირდა, რომლის განხორციელებას ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პირველივე დღიდან დაიწყებს.