„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის კანდიდატმა ვანში ხის გადამამუშავებელი და სამკერვალო ქარხანა დაათვალიერა. მაჟორიტარობის კანდიდატმა დასაქმებულებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ის პროექტები გააცნო, რომლებიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზეა ორიენტირებული. გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც რეგიონების განვითრებაზეა გათვლილი. –„ ეს არის ვანში არსებული საწარმოები, რომელიც შეკვეთებს იღებენ როგორც სახელმწიფოდან ასევე უცხოეთიდან. მეწარმეებს დასაქმებული ჰყავთ ადგილობრივები, რომლებიც კუთვნილ ხელფას დროულად იღებენ. ქართული ოცნების ხელისუფლება ყოველთვის იქნება იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც სურვილი აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში, დაასაქმონ ადამიანები და გააძლიერონ სახელმწიფო ეკონომიკა.“ განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანის რამდენიმე საწარმოს დათვალიერების შემდეგ.