“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფელ ბაბანეურის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივებისთვის შეწყვეტილ სოციალურ დახმარებებს, საგზაო ინფრასტრუქტურის,სასმელი და სარწყავი წყლის საკითხების მოწესრიგებას. მოსახლეობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბაბანეურის ტყე-ნაკრძალით სარგებლობის საკითხი.
გელა სამხარაულმა არსებული მდგომარეობა შეაფასა და ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და სოფლის განვითარების პერსპექტივებზე.
„ჩემთვის პრინციპულია,არა მხოლოდ თქვენი სოფლისთვის,ზოგადად ახმეტელებისთვის ტყის რესურსით სარგებლობის უფლების დაბრუნება. მუშაობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებული მაქვს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს აქვს თავისი ბუნებრივ კლიმატური მახასიათებლები, რომლის სწორად დაგეგმვა- გამოყენების შემთხვევაში, მცირე მეურნეობებიც კი ოჯახებისთვის კარგი შემოსავლის წყარო გახდება. ჩვენ დაგეხმარებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“, -განაცხადა გელა სამხარაულმა.