„ნაციონალური მოძრაობა“ 5 ოქტომბერს ვარდების მოედანზე აქციის გამართვას გეგმავს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქცია რეგიონულ მხარდამჭერებსაც ელოდება.
“5 ოქტომბერს 16:00 საათზე ჩვენ ვმართავთ აქციას ვარდების მოედანზე. ეს იქნება დასკვნითი კამპანიურო შეხვედრა, სადაც უპრეცედენტოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ვეპატიჟებით მხარდამჭერებს. სანქციაზე განცხადება მერიაში სერგო რატიანს შეაქვს დღეს. ჩვენ უკვე 2 კვირაა ამ აქციისთვის ვემზადებით”, - განაცხადა ნიკა მელიამ.