„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე სოფლების - წიფერჩისა და ჩხუტელის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობამ შეხვედრაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილიც ესწრებოდა, დასვა საკითხები სოფლის მიმდებარე ტყეებიდან ტყე-კაფების გამოყოფაზე, ტყე-პარკების ტერიტორიაზე საავტომობილო გზების დაგებაზე, მდინარეების კალაპოტებიდან საამშენებლო-ინერტული მასალების მოპოვებისთვის საჯარიმო სანქციების გავრცელებაზე. გოჩა ენუქიძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი სოფელი ხელედის მოსახლეობასაც შეხვდნენ. ამ შეხვედრაზეც ანალაგიური საკითხები დაისვა. „ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ ყველა მიმდინარე და გადასაჭრელი საკითხის მოგვარებაზე. ვითანამშრომლებთ მინისტრებთან და იმ სახელმწიფო მოხელეებთან, რომლებიც შეძლებენ დახმარებას ამ საქმეში“,-აღნიშნა გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე.