,,თავისუფალი ზონის" წარმომადგენელ დავით გოგოხიას განცხადებით, იმ პირებზე, რომლებმაც დღეს ორგანიზაცია ვითომდა დესტაბილიზაციის მოწყობის დავალების გამო დატოვეს, ზეწოლა განხორციელდა.
„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური , რომლის ნომერ პირველი მოვალეობაა ქვეყნის უსაფრთხოება, დაკავებუილ იყოს თავისი პირდაპირი საქმიანობის განხორციელებით, დაკავებულია ასეთი ბინძური საქმეების კეთებით, დაშანტაჟებით, მოსყიდვის გზით ახალგაზრდების გადაბირებით. ახალგაზრდების ბინძურ პროვოკაციებში ჩართვით. ეს ყველაფერი აჩვენებს ძალიან ნათელ სურათს, რომ ივანიშვილის რეჟიმი აგონიაშია, მაგრამ ეს ძალიან მალე დასრულდება, ორი კვირა დარჩა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე და აბსურდული სპექტაკლებით ცდილობს თავის გადარჩენას. 2 კვირაში ივანიშვილის რეჟიმი აღარ იქნება საქართველოში, ისინი გადავლენ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა მშვიდობიანი გზით“- აცხადებს გოგოხია.