ზურაბ პატარაძემ ოჩხამურისა და თიკერის მოსახლეობას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე წარუდგინა. ზურაბ პატარაძე მოსახლეობას ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც ქართული ოცნების პირობებში განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება. მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და მათი ერთიანი ძალისხმევით დაძლევის აუცილებლობაზე ისაუბრა. "ყველა უწყება, ყველა სამსახური, ისევე როგორც თითოეული თქვენგანი უნდა ვიყოთ მოწოდებულები მაქსიმალურად დავიხარჯოთ ჩვენი სოფლის, ჩვენი კუთხის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისა და კეთილდღეობისათვის"- განაცხადა ზურაბ პატარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრებისას.