,,ქართულ ოცნებაში“ დღეს დაადასტურეს, რომ წინასაარჩევნო დასკვნით შხვედრას 2 ოქტომბრისთვის გეგმავენ. 2 ოქტომბერს, თბილისში გეგმავს დასკვნით კამპანიურ შეხვედრას ,,ნაციონალური მოძრაობაც“.
ნიკა მელია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს და კახა კალაძეს მოუწოდებს, დაასახელონ ზუსტი თარიღი, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობა.
„მოვუწოდებ ბატონ ივანიშვილს და კალაძეს, სასწრაფოდ დაასახელონ თარიღი, რათა ყველა გაუგებრობისგან დავიზღვიოთ თავი როგორც ჩვენ, ასევე მათ. უკვე მეორე დღეა ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ ელემენტარულს, რომ დაასახელონ თარიღი. ჩვენ ვატარებთ 2 ოქტომბერს, მაგრამ ნაცვლად 5 ოქტომბრისა, „ოცნებამ“ ჩვენს თარიღს დაამთხვია. ამიტომ, საჯაროდ უნდა განაცხადოს „ქართულმა ოცნებამ“ 2 ოქტომბერს ატარებენ თუ არ ატარებენ. ჩვენი ინფორმაციით, ნაცვლად 5 ოქტომბრისა, ატარებენ 2 ოქტომბერს, იმიტომ, რომ 5 ოქტომბერი არის სამუშაო დღე და ისინი ვერ ახერხებენ საჯარო მოხელეების მობილიზებას თბილისის ცენტრში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადოს, ატარებენ 2-ში თუ 5-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ხელს შეუწყობენ პროვოკაციებს“, - აღნიშნა ნიკა მე
გედევან ფოფხაძემ დღეს, ,,რუსთავი 2 “ - თან სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა, რომ პარტიაში მსჯელობა შეკრებასთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს და ის სიმბოლურად არის შერჩეული.
"თარიღი არავის ჯინაზე არ განგვისაზღვრავს. ძალიან დიდი ხანია ვგეგმავდით და ჩვენც გვქონდა დაანონსებული იმაზე საუბარი, რომ ვიღაცის საპირწონედ ვნიშნავთ რაღაცას არასწორია. ოქტომბრის რიცხვები რომ იწყება და უნდა რაღაც აქციის გამართვა და შემაჯამებელი აქცია მაგას მეტ-ნაკლებად ემთხვევა. 1-ლი ოქტომბერი ჩვენთვის არის 4 წელი ჩვენი გამარჯვების და მაგ კუთხით რაიონებში ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას ვახდენთ და 2 იყო ლოგიკური რომ დაგვესახელებინა,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.