„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანი, გამგებლობის კანდიდატ დავით შერაზადიშვილთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა თანამშრომლებს შეხვდა. „ჩვენ შევხვდით საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, დეტალურად ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა. გავაცანით ჩვენი სამომავლო გეგმები. ადრეული და სკოლამდელი განათლება დარჩება კვლავ უფასო“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს „ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა. გოგი მეშველიანმა კიდევ ერთი შეხვედრა ბოლნისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან გამართა. როგორც მეშველიანმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები ობიექტურად აფასებენ მოვლენებს და მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. „ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა. შეხვედრას გამგებლობის კანდიდატიდავით შერაზადიშვილიც ესწრებოდა.