„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის 22-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე დღეს გიორგი ცაბაძის სახელობის 25-ე ხელოვნების სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
„განუზომელია თქვენი როლი მუხიანისა და გლდანის ახალგაზრდობის, აქაური ეკოსისტემის განვითარებაში. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ მუხიანი და გლდანი უნდა გადაიქცეს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ უბნად თბილისში. ამის გაკეთება კი, შეუძლებელია ხელოვნების, კულტურის სფეროს განვითარების გარეშე. დიდი მადლობა იმისათვის, რასაც უკვე 40 წელია აკეთებთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის“,-განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა არსებულ პრობლემებსაც მოუსმინა და მასწავლებლებს გვერდში დგომას დაჰპირდა.
„სამწუხაროა, რომ დღევანდელი მდგომარეობით თქვენ მოხსნილი გაქვთ პედაგოგის სტატუსი. მე მგონია, რომ თქვენი ღვაწლი ახალი თაობის აღზრდაში, სწორედ რომ პედაგოგიკის ნაწილია და გპირდებით, აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს შესაბამის უწყებებთან, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა“,-აღნიშნა ლევან კობერიძემ.