„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის მე-13ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. დეპუტატობის კანდიდატმა საუბრისას ყურადღება ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა. ასევე, ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს.
„დღეს თითოეული ჩვენთაგანი არის თავისუფალი, ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ ეს თავისუფლება. ჩვენ მოვახერხეთ მთავარი, არჩევნების გზით ჩავანაცვლეთ წინა ხელისუფლება, როგორც ეს ნორმალური განვითარებულ ქვეყნებში ხდება. დღეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანები აღარ იდევნებიან, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს. ყველას მოგიწოდებთ რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე მიხვიდეთ და დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.