პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი მეზურნიშვილმა მუნიციპალიტეტში მოქმედი საკონსერვო კომბინატი “თიემთი” და სააქციო საზოგადოება „კასპის ელექტროაპარატი” დაათვალიერა. როგორც დავით მეზურნიშვილმა აღნიშნა, საწარმოებში ადგილობრვი მოსახლეობაა დასაქმებული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ახალი საწარმოების შექმნა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზეც აისახება“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.