,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატს ოთარ დანელიას ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის შტაბის 13 წევრი მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ საგანგებო განცხადება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ დანელიას სარჩევნო შტაბში გაკეთდა.
,,ჩვენთვის მიუღებელია ისეთ პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოფნა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საკუთარი პოლიტიკური ხედვა და მანკიერი, ძალადობრივი კურსის გამტარებელი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დადგა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ოთარ დანელიას. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, თოქ-შოუში „არჩევანი“ გამართულმა პოლიტიკურმა დებატებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ოთარ დანელია არის ლიდერი, რომელსაც აქვს რეგიონის განვითარების მკაფიოდ განსაზღვრული ხედვა, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება; გვჯერა, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენს რეგიონს პარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ოთარ დანელიას სახით“ - ნათქვამია განხადებაში.