ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ უწყებათაშორისი კომისია პარტიის მიერ წარდგენილ დარღვევებზე რეგირებას არ მოახდენს, ენმ ამ ფორმატს დატოვებს.
"უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა 13 ივლისს ჩატარდა. მას შემდეგ 6 სხდომაა ჩატარებული. ჩვენ ჯამში 80-დე დარღვევის შესახებ შევიტანეთ ინფორმაცია, თუმცა კონკრეტული შედეგი არ დამდგარა იქნება ეს ჯიხაშკარის ინციდენტი , სადაც კორცხელის თავდასხმაში მონაწილე პირები მონაწილეობდნენ, თუ სოფელ გამარჯვებაში ჩვენი აქტივისტების ცემის ფაქტი, ფლავისმანში ძალადობის პროვოცირების მცდელობა, დედოფლისყაროში ოფისის დარბევა , რუსთავში ჩვენი კანდიდატის ბანერის დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით, ისევე როგორც დაშინება ჩვენი აქტივისტების და ბევრი სხვა ინციდენტი.
არცერთ შემთხვევაში პასუხისგებაში კონკრეტული პირები არ მიუციათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს ამ საქმეების გამოძიების პოლიტიკური ნება.
ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ უწყებათაშორის კომისის დარღვევის სრული ნუსხა, დღევანდელ სხდომასაც, რომელიც 6 საათზე შედგება, დავესწრებით , თუმცა თუ ამ სხდომაზე ვერ მივიღებთ კონკრეტულ პასუხებს , კონკრეტულ რეაგირებასა და კონკრეტულ ქმედებას, ჩავთვლით რომ უწყებათაშორისი კომისია ბუტაფორიაა და დავტოვებთ ამ ფორმატს.
მინდა აქვე აღვნიშნო რომ სხვა პარტიები როგორც ჩანს თავიდანვე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ამ ფორმატის მიმართ, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი საერთოდ არ ესწრებიან უწყებათაშორის კომისიის სხდომებს. "