პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ილია წულაიამ, ქალაქ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზაჰესის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. მათ მოისმინეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები და სურვილები. შეხვედრის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ,,ჩემი ამოცანაა, რომ ბატონი დავითი უშუალოდ გაეცნოს ზაჰესში არსებულ პრობლემებს. ის არის პასუხისმგებელი ქალაქის მოწესრიგებაზე . მე ვიქნები თქვენი შუამავალი თბილისის მერიასთან და არ მივცემ მოსვენებას ქალაქ თბილისის მერიას მანამ, სანამ არ მივიღებთ იმ შედეგს რაც იქნება ზაჰესის მოსახლეობისთვის და ზოგადად ჩემს ამომრჩევლებისთვის მისაღები.“- განაცხადა ილია წულაიამ. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს პირობა მისცა რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები სისტემატიურ სახეს მიიღებს და გამარჯვების შემდეგაც გაგრძელდება. "მე ვიქნები თქვენი გულშემატკივარი, ვეცდები გავაკეთო ყველაფერი რომ თქვენი პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანო, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერილია ყველა ის პროექტი რომლის ამოქმედების შემდეგაც, დღეიდან 4 წლის თავზე ყველა ოჯახმა იგრძნოს საკუთარ თავზე კეთილდღეობა. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გაერთიანებით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არა სიძულვილით, ჩვენ მივაღწევთ ცივილიზებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას".