პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს მხარს უჭერს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატები” იყო ინიციატორი პარლამენტში ასეთი რეზოლუციის მიღების.
”მშვიდობის მემორანდუმს მხარს დავუჭერთ, რადგან ჩვენ ვიყავით ინიციატორები პარლამენტში ამგვარი რეზოლუციის მიღების. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ მხარს დავუჭერთ. თუმცა, მთავრობას ვახსენებთ, რომ ეს მათი პასუხისმგებლობაა ამ არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიან გარემოში, იყოს შექმნილი შესაბამისი გარემო, რათა ყველამ გამოხატოს საკუთარი ნება და გადაწყვეტილება შეფერხების გარეშე და გვქონდეს პლურალისტური მედია გარემო. ეს არის მთლიანად დამოკიდებული ხელისუფლების პოლიტიკაზე და ეს მათი პასუხისმგებლობაა”, - განაცხადა ალასანიამ.