მუხიანი-გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად მუხიანში მშენებარე სარაგბო ბაზას ეწვია. ლევან კობერიძის განცხადებით: „ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მოგვცემს ჯანსაღ ახალგაზრდა თაობას და არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობას, ვფიქრობ , რომ შუახნის და ხნიერების თაობასაც ესაჭიროება საქართველოში ფიზიკური აქტივობა. ასე რომ აუცილებელია მსგავსი პროექტების განხორციელება. ეს სარაგბო ბაზა, რომელიც მუხიანში თბილისის მერიის დაფინანსებით შენდება, არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო და ქალაქის თვითმმართველობები ჯანსაღი თაობის აღზრდაზე. დარწმუნებული ვარ ამ ბაზაზე უამრავი საამაყო მორაგბე აღიზრდება, ამ ბაზის მეშვეობით მუხიანი გახდება მიზიდულობის ცენტრი თბილისის ახალგაზრდობისათვის” ხვამლის საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა, მთლიანად მერიის დაფინანასებით შენდება. კომპლექსი 4 ჰექტარზე იქნება განლაგებული და ოთხი მოედნისაგან შედგება. ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორიც ხელოვნური და ერთი ქვიშის მოედანი. მთავარ მოედანს 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა ექნება. ახალ კომპლექსში სრულად აღჭურვილი, თანამედროვე სტანდარტების ფიტნეს დარბაზიც აშენდება. აქვე გათვალისწინებულია 100 მანქანაზე გათვლილი პარკინგის ზონაც. მშენებლობის დასრულება 2017 წლის თებერვალში იგეგმება.