„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
“ჩვენ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა, დეტალურად გვაქვს შესწავლილი თითოეული სოფლის, უბნის, ოჯახის პრობლემა და ვეცდებით, ეს პრობლემები სწრაფად მოვაგვაროთ. ჩვენ მოსახლეობის ნდობის იმედი გვაქვს“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა. ამომრჩევლებთან შეხვედრას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ზაურ დარგალი და გამგებლობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც პაატა ხიზანიშვილმა აღნიშნა, 2015 წელს ქვემო ქართლში 851 პროექტი განხორციელდა.
„ქვემო ქართლი პირველი იყო რეგიონებს შორის, ხოლო ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე ძლიერი იყო ბოლნისი, რომელიც სწორად გეგმავდა პრიორიტეტებს. გოგი მეშველიანი არის ერთ-ერთი მოწინავე ადამიანი და ღირსეული კანდიდატი კანდიდატებს შორის”, - განაცხადა „ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა“ პაატა ხიზანაშვილმ