„ქართული ოცნება დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი რაჭაში, ლეჩხუმსა და სვანეთში გოჩა ენუქიძე ონის რამდენიმე სოფელის ამორმჩევლებს შეხვდა. გოჩა ენუქიძე სოფლებში - სლაგვანთა, ბორცო, საკაო, მაჟიეთი, ხიდეშლები, ნაკიეთი, ფარავნეში, ნიგავზები, უწერა, გაღმა უწერა, გომი, ჯინჭვისი იმყოფებოდაა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც გოჩა ენუქიძემ აღნიშნა, მზად არის, სოფლის მცხოვრებლებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. “ზუსტად ვიცი, რა სჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას. მიმიღეთ თქვენს გულშემატკივრად. ვიცი, რომ ერთად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. ყველა დაწყებული საქმე აუცილებლად დასრულდება. ჩემი შტაბი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ყველა თქვენგანისთვის ღიაა. მე მაჟორიტარობის დიდი პასუხიმგებლობის აღებით კიდევ უფრო მეტად შევძლებ თქვენს დახმარებას. ჩვენ არჩევნების პირველივე ტურში უნდა ვაჩვენოთ ღირსეული გამარჯვება, დავძლიოთ ყველა წინააღმდეგობა. დღეს ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.