მეცნიერებმა მეტალის ნანოთევზი შექმნეს, რომელსაც სხეულის ძნელად მისაღწევ ნაწილში წამლის შეტანა შეუძლია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას National Geographic ავრცელებს.
ირკვევა, რომ ნანოთევზი ქვიშის მარცვალზე 100-ჯერ პატარაა და ის ოქროს, ვერცხლის და ნიკელისგანაა შექმნილი
ნანოთევზი, რომელსაც სხეულის ამა თუ იმ ნაწილში წამლის შეტანა შეუძლია კალიფორნიის უნივერსიტეტში შეიმნა და ეხლა მედიცინაში მისი დატესტვა მიმდინარეობს
მის შემქმნელებს იმედი აქვთ, ნანოთევზი ჯანდაცვაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ის პაციენტებსა და თავად ექიმებს დიდ სარგებელს მოუტანს.
ნანოთევზის სხეულში გადაადგილება მაგნიტის მეშვეობითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ნანოთევზის ტესტირება მიმდინარეობს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ როგორ გამოიდევნება ის სხეულიდან, მას შემდეგ რაც თევზი თავის ფუნქციას შეასრულებს.