პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ. სოფიო კილაძე ჩუღურეთის ამომრჩეველს შეხვდა.
შეხვედრაზე კანდიდატმა რაიონის განვითარების პერსპექტივებსა და მომავალი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
„ მე ვიქნები მაჟორიტარი, რომელიც თითოეულ თქვენგანს მოუსმენს, და თქვენთან ერთად შეეცდება, მოაგვაროს ის პრობლემები, რაც დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე. ჩვენ ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ და ძალიან მაგარ ქვეყანას ავაშენებთ, ისეთს როგორიც ეკადრება ჩვენს წარსულს აწმყოსა და მომავალს. ჩვენ გპირდებით თქვენ, რომ შევინარჩუნებთ იმ თავისუფლებას, რომელიც გვაქვს, განვავითარებთ ეკონომიკას, ინფრასტრუქტურულ პროცესებს.“ – განაცხადა სოფიო კილაძემ.
ჩუღურეთის რაიონის ამომრჩევლევბთან შეხედრას, სოფიო კილაძესთან ერთად, პარტია „ქართული ოცნების“ ახალი სახეები ირინა ფრუიძე და ლევან კობერიძეც ესწრებოდნენ.