„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი ვანში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ვანის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ პროექტებზე ისაუბრეს.
ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დაესწრო. მან მმართველი პარტიის ახალ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების გამარჯვებით ქვეყანა განვითარების გაგრძელებას შეძლებს.
„დღეს ახალგაზრდა, გამოცდილი ადამიანები შემოდიან საჯარო პოლიტიკაში. ყველა მათგანს აქვს საქმის კეთების უდიდესი გამოცდილება. ამ კვალიფიციურ ადამიანებს შორის გრიგოლ ლილუაშვილი ერთ–ერთია“, - განაცხადა „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვანში, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე.
ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, გრიგოლ ლილუაშვილმა და არჩილ თალკავაძემ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.