„ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნო "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში ქარელის რაიონის სოფლების უბრნისისა და რუისის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეებით დაინტერესდა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კითხვებს უპასუხა და პარტია "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.