,,თოფაძე მრეწველები- ჩვენი სამშობლო“ ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას უნდობლობას უცხადებს და მის გადადგომას მოითხოვს. ამ მოთხოვნით გაერთიანება უახლოეს პერიოდში აქციების დაწყებას გეგმავს.
პარტიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის გადაწყვეტილება კონკრეტული პირების ინტერესში შედიოდა.
„ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ აქციებს, მოვითხოვთ ქალბატონი თამარ ჟვანიას გადადგომას. ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ საქმე, იმიტომ, რომ გვაინტერესებს სიმართლე. თუ მართლა ვიყავით დამნაშავეები, მაშინ რატომ არ გააგრძელა ცესკომ ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა,“- განაცხადა ზვიად ჩიტიშვილმა.