ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას შეფასებით,დღევანდელ ხელისუფლებას არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების ნება არ გააჩნია.
„ეს მემორანდუმი იქნება ფარატინა ქაღალდი, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას მშვიდობიანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების პოლიტიკური ნება არ გააჩნია. მემორანდუმის გაფორმების ნაცვლად უმჯობესია შეჩერდეს ,,სუსის’’ დაშინების კამპანია რომელსაც იგი ახორციელებს, ნაცვლად ამისა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსად გვევლინება კახა კალაძე, კორცხელის გამოუძიებელი ინციდენტის ორგანიზატორი. ასეთი მეთოდებით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს იმ პოლიტიკური განაჩენის ცვლილებას, რომელსაც ქართველი ხალხი მშვიდად და მტკიცედ გამოუტანს 8 ოქტომბრის არჩევნებში დღევანდელ მთავრობას”, აცხადებს ბოკუჩავა.