ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა უნიათო ეკონომიკურ პოლიტიკას აგრძელებს და ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 8 თვის მონაცემებითაც ჩანს, რომლის მიხედვითაც ექსპორტი ისევ ეცემა.
„მთავრობა აგრძელებ სუნიათო პოლიტიკას ეკონომიკაში. სამწუხაროდ, შედეგებს ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად საკუთარ თავზე გრძნობენ. შემცირდა შემოსავლები, გაიზარდა უმუშევრობა, გაუფასურდა ლარი, იზრდება ქვეყნის საგარეო და შიდა ვალი, მცირდება ექსპორტი, ეკონომიკა ძალიან ნელი ტემპით ვითარდება, ქვეყანაში ფაქტიურად სტაგნაციაა.
ამ ფონზე კი, სახელმწიფოს რეალურ ლიდერს მხოლოდ ის აშფოთებს, რომ ხალხს დახმარება სჭირდება იმის გაანალიზებაში, როგორი კარგია ცხოვრება, ქვეყნის ფორმალური პრემიერი კვირიკაშვილიკი, წარმატებებზე საუბრობს. ისინი ილუზიებით ტკბებიან, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვთავაზონ, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ რთული მდგომარეობიდან, როგორ გავუზარდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს შემოსავლები, როგორ შეიქმნას სამუშაო ადგილები, როგორ შემცირდეს გადასახადები, გაიზარდოს პენსია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 8 თვის მონაცემებით, 2014 წლიდან ქვეყანაში ექსპორტი ისევ ეცემა. ქართული პროდუციის წარმოება 2011 წლის მონაცემებსაც კი ჩამორჩება (შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ქართულ პროდუქციას ხელი არც ევროპულ და არც რუსულ ბაზარზე არ მიუწვდებოდა). შემცირებულია იმპორტიც, რაც 3 869 მლრდ ლარს შეადგენს, ეს კი, ნაკლებია 2012 წლის მონაცემებზე, თუ არ ჩავთვლით C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტს, რომელიც საჩუქრად მივიღეთ, თუმცა აისახება იმპორტის მონაცემში.
საქ.სტატის მიხედვით, შემდეგი დრამატული ციფრი ქართული ეკონომიკისთვის გახლავთ 7 თვის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც მხოლოდ 2,7%-ია (ნაცვლად მთავრობის მიერ დაგეგმილი 3%-იანი ზრდისა). შეგახსენებთ კახა ბენდუქიძის ცნობილ ფორმულას, რომ თუ ქვეყანაში წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 2%, 2040 წლისთვის საქართველო რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა იქნება.
კიდევ ერთი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში დადის, გარდა იმისა, რომ ხალხს ბანკირის აყვანასა და მოვლენების გაანალიზებაში დახმარებას სთავაზობს, გველაპარაკება აფსურდზე-თითქოს ვალების ეკონომიკიდან გადავედით საინვესტიციო ეკონომიკაზე.
ბატონო ბიძინა, ციფრებს არ გაძლევენ? გიმალავენ სიმართლეს? ეს უფრო იმ ისტორიას მაგონებს, სტალინი სპეციალურად ლენინისთვის რამდენმე ეგზეპლიარ ,,პრავდას“ რომ აბეჭდინებდა, სადაც ყველაფერი საამურად იყო. ან თქვენც ასე ხართ, ან შეგნებულად ცრუობთ! შედით ინტერნეტში, ნახეთ ეკონომიკური ციფრები. ვალების ეკონომიკიდან კი არ გამოხვედით, ხალხი კიდევ უფრო გააღარიბეთ იმ ფონზე, როდესაც თქვენმა ბანკმა 1700-ჯერ გაზარდა შემოსავლები.
სახელმწიფო ვალი თუ 2012 წელს იყო 8,5 მლრდ ლარი, ეხლა იგი გაიზარდა 12,6 მლრდ ლარამდე.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2012 წლის შემდეგ2 მლრდ-ით დოლარით შემცირდა. ესე იგი, ჩვენ 2 მლრდ-ით დოლარით გავღარიბდით.
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, 8 სექტემბერს ოცნებამ,როგორც იქნა, საკუთარი პროგრამაგამოაქვეყნა. ჩანდა, რომ ძალიან უჭირდა ოცნებას ამ პროგრამის გამოქვეყნება, ვინაიდან ვერ ასაბუთებენ იმ ტყუილებს, რომელსაც ისინი გვპირდებოდნენ: უფასო კრედიტებს, იპოთეკარებისთვის დავალიანებების გადახდას, უფასო განათლებას, განახევრებულ და გამესამედებულ კომუნალურ გადასახადებს, სამუშაო ადგილების შექმნას,აგუგუნებულქარხნებს.თუმცა, ბიძინა ივანიშვილიჯიუტად იმეორებს, რომ აშენდა170 ახალი საწარმო და 1000-ზე მეტი გარემონტდა, ეს ეკონომიკურ ციფრებში არ ჩანს. ბატონო ბიძინა, თუ ეს ყველაფერი მართალია და ჩვენ ვერ ვხედავთ ახალ ქარხნებსა და გარემონტებულ საწარმოებს, რატომ არ იზრდება ბრუნვა წინა წლებთანშედარებით?
რა წერია ქართულ ოცნების პროგრამაში:
- არაფერი - პენსიების ზრდაზე;
- არაფერი - გადასახადების შემცირებაზე;
- არაფერი - ზედმეტი რეგულაციების გაუქმებაზე (გახსოვთ, როგორ დაგვაზარალა ზედმეტი რეგულაციების შემოიღებამ,ვიზების საკითხებში)
- ისევ არის ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯები, რომელიც2012 წელთან შედარებითმილიარდამდეა გაზრდილი;
- ტყუილია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა.ოცნების ბიუჯეტი ამდენ დაპირებას ვერ მოერევა.ცხადია, ეს ტყუილი ჩვენი პროგრამის საპირწონედ მოიგონეს. ჩვენი შეთავაზება, მინიმალური ხელფასი 650 ლარი მიბმულია ვაუჩერის 65%-ით ზრდაზე. რაც ნიშნავს, რომ ეს ხელფასი იქნება ბევრად მაღალი, ვიდრეოცნების საშუალოდ 800 ლარი. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ისევ ნუ ატყუებენ პედაგოგებს და ხალხს;
- არაფერია ნათქვამი, რომ გააუქმებენ კანონს, რომლის საფუძველზეც გვისმენენ.
საპირისპიროა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, რომლის მიხედვითაც:
- საშემოსავლოგადასახადს გავანახევრებთ 20%-დან 10%-მდე;
- მოვახდენთ განაწილებული მოგების გადასახადის რეფორმის დახვეწას დაშევამცირებთ მას 10%-მდე;
- არ დაიბეგრებიან მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირები, რომელთა დღიური ბრუნვა246 ლარამდეა;
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ყველა ფიზიკური პირი, რომლის წლიური ბრუნვა 200 000 ლარია (დღეში 548 ლარი),ისარგებლებს საგადასახადო შეღავათებით და დაიბეგრებამხოლოდ 3%-ით;
- გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას;
- 2017 წლის 1-ელი იანვრიდან მოვახდენთ სრულ საგადასახადო ამნისტიას;
- მოვახდენთეკონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაციას;
- გავაუქმებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს);