"ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ" - ამ ლოზუნგით შეხვდა "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩეველს და აჭარაში წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
სასტუმრო "შერატონში" შეკრებილ ამომრჩეველს რეგიონში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის დეპუტატებმა გააცნეს სხვა პროგრამებიც, რომელიც მანდარინის 70 თეთრიან სუბსიდირებას, ინვესტიციების მოზიდვას, დაწყებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტების დასრულებას ეხებოდა.
პარტია ამომრჩეველს აჭარაში მინიმუმ 15 ათასი ახალი სამუშო ადგილების შემქნას და 2000 ოჯახზე მეტ ეკომიგრანტის, სოციალურად დაუცველსა და ოცნების ქალაქში მცხოვრებ პირებს უფასოდ სოციალური სახლების გადაცემასაც დაპირდა, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობოების შეფასებით, უკანასკნელი ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტად ჩაითვალა. "მაინც ავაშენებთ სოციალურ სახლებს", - განაცხადა პრეზენტაციაზე ლევან ვარშალომიძემ.