„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქარელი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში ქარელის რაიონის სოფლების: ღვლევის, ქვენაფლავის, ხეობის, ჭანდრებისა და ქვემო ხვედურეთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ესაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც დაგეგმილია. “ამ პროგრამების განხორციელება უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, რითიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა“,-აღნიშნა თოთლაძემ.