ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო კვიტაიშვილი დაბა ნასაკირალის მოსახლეობას შეხვდა.
აქ ადგილობრივების ძირითად პრობლემას ამორტიზებული გზები და ნაგვის ურნების არ არსებობა წარმოადგენს, რაც სანიტარულ მდგომარეობას ამძიმებს.
ასევე, სოფელში საბავშვო ბაღში საწოლები არ აქვთ. სკოლის შენობა ამორტიზებულია. ადგილზე არ არის სამედიცინო ამბულატორია, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.
ნინო კვიტაიშვილი ამომრჩევლებს პრობლემების მოგვარების შესაძლებლობაზე ესაუბრა, რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ პირველივე დღიდან დაიწყებს.