თეთრიწყაროს მინიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ხალხმრავალი შეხვედრა გაიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატ გოდერძი ჩანქსელიანთან.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა მთავრობის მიერ განხორცილებულ პროექტებზე და აღნიშნა ისიც, რომ უკვე დაწყებულია გაზიფიცირების პროექტიც.
„გასაკეთებელი ბევრია და ერთმანეთის თანადგომით მივალთ გამარჯვებამდე“,-განაცხადა გოდერძი ჩანქსელიანმა შეხვედრაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი, მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა კანდიდატის მხარდასაჭერი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სოფო ბედია,ზურაბ დოიჯაშვილი და ტატო გოდერძიშვილი.