10-13 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, „გუგუთი“ და „კარწახი“, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები: მათ შორის: 48 აბი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატი და 100 აბი ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.